Bayraktar-ის მწარმოებელი თურქული კომპანია უკრაინას უპილოტო საფრენ აპარატებს უფასოდ გადასცემს

უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი თურქული კომპანია Bayraktar-ის გადაწყვეტილებით, უკრაინა 3 საფრენ აპარატს სრულიად უფასოდ მიიღებს.


კომპანია Baykar-ი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ბიზნესმენებმა და სხვა ადამიანებმა მიზნის მისაღწევად თანხა რამდენიმე დღეში შეაგროვეს, თუმცა, კომპანია მათ საფასურს არ გადაახდევინებს, უკრაინაში სამ უპილოტო საფრენ აპარატს უსასყიდლოდ გაგზავნის და ორგანიზატორებს სთხოვს, რომ შეგროვებული თანხა მებრძოლ უკრაინელ ხალხს მოხმარდეს. ცნობისთვის, გასულ კვირაში უკრაინელმა ტელეწამყვანმა სერჰი პრიტულამ და ბლოგერმა იჰორ ლაჩენკოვმა, წამოიწყეს კამპანია ქვეყნის არმიისთვის სამი Bayraktar-ის შესაძენად 450 მილიონი გრივნის შესაგროვებლად.




 



 

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები უკრაინა /