აშშ-ში ერთ სატვირთო ავტომობილში 40-ზე მეტი გარდაცვლილი აღმოაჩინეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში აღმოჩენილია 40-ზე მეტი (სულ მცირე 46) ადამიანის გვამი. გარდაცვლილები, სავარაუდოდ, მიგრანტები არიან, თუმცა ოფიციალურად მათი ეროვნება ამ დროისთვის არ საჯაროვდება. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო მანქანით მექსიკელი მიგრანტები გადაჰყავდათ.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებთ, BBC-ი ავრცელებს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ მეხანძრეების თქმით, 16 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გადარჩენილებს აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, მზის დარტყმა და გაუწყლოება.

27 ივნისს, სან ანტონიოში ჰაერის ტემპერატურა +39 გრადუსს აღემატებოდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სან ანტონიო, რომელიც 250 კმ-ითაა დაშორებული აშშ-მექსიკის საზღვარს, წარმოადგენს ძირითად გზას კონტრაბანდიტებისთვის.

ადამიანებით მოვაჭრეები ხშირად იყენებენ სატვირთო ავტომობილებს, რათა საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანონ უსაბუთო მიგრანტები, მას შემდეგ, რაც მათ უკვე გადაკვეთილი აქვთ აშშ-ის საზღვარი.

„მათ ჰყავდათ ოჯახები... და ალბათ ისინი უკეთესი ცხოვრების ძებნას ცდილობდნენ,“ - ამბობს სან ანტონიოს მერი რონ ნირენბერგი და აღნიშნავს, რომ „ ეს არაფერია, თუ არა საშინელი ადამიანური ტრაგედია“.

სან ანტონიოს სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსის, ჩარლზ ჰუდის თქმით, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები შემთხვევის ლოკაციაზე, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 18:00 საათზე (23:00 GMT) გამოჩდნენ, მას შემდეგ, რაც მათ გარდაცვლილის ცხედრის აღმოჩენის შესახებ ცნობა მიიღეს.

„არ უნდა გვიწევდეს, სატვირთო ავტომობილების გახსნისას გარდაცვლილთა გვამების ნახვა. არცერთი ჩვენგანი არ მოდის სამსახურში მსგავსი სცენის წარმოდგენით,“ - ამბობს ჩარლზ ნირენბერგი.

მისივე განმარტებით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მიატოვა სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც არც გაგრილების სისტემა და არც სასმელი წყალი არ მოიპოვებოდა.
| Print |
FaceBook Twitter Google