ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდის სამიტზე გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად მადრიდში ნატოს სამიტზე გაემგზავრა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიიწვია. პრემიერ-მინისტრს მოსაწვევი 17 ივნისს გამოუგზავნეს.

ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

საქართველოდან მადრიდში წასული დელეგაციის წევრები არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველაძე.

| Print |
FaceBook Twitter Google