საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

„ამ ეტაპზე, ავტოტრანსპორტი დროებითი გზის საშუალებით იმოძრავებს, პარალელურ რეჟიმში კი, გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დაიგეგმება და ჩატარდება,“ - განმარტავენ დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო, მდინარე თერგის ადიდების შედეგად, აღნიშნული გზის 80 მეტრამდე მონაკვეთი დაზიანდა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის აღსადგენად ინტენსიური სამუშაოები და შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდა.


| Print |
FaceBook Twitter Google