რუსეთთან უკრაინელი ტყვეების გაცვლა წარმატებით მიმდინარეობს
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთთან ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად, 144 უკრაინელი სამხედრო დაიბრუნეს.

ალყაში მოქცეული მარიუპოლის მცველები ქალაქს დიდი ხნის განმავლობაში არ უთმობდნენ რუსეთის არმიას. მათი თავგანწირვა მთელი მსოფლიოსთვის მაგალითი გახდა.

დაზვერვის განცხადებით, გათავისუფლებული უკრაინელების უმეტესობას სერიოზული დაზიანებები აღენიშნება. აზოვსტალის 95 დამცველიდან 43 აზოვის პოლკის ჯარისკაცია.

მათივე თქმით, ყველა მათგანს სათანადო სასწრაფო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლი რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაში იყო. ქალაქს კი აზოვსტალში მყოფი სამხედროები იცავდნენ.




| Print |
FaceBook Twitter Google