თელავში "შინ ევროპისკენ" და "ქართული ოცნების" წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
თელავის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე ერთმანეთს სახალხო მოძრაობის ,,შინ ევროპისკენ" და პარტია "ქართული ოცნების", ასევე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები დაუპირისპირდნენ.
მოძრაობის წევრები 3 ივლისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავდნენ და დაპირისპირებაც ამ დროს მოხდა. 

ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ თელავის საკრებულოს წევრი ლევან კოჭლოშვილი და ალექსი პეტრიაშვილი.

,,თქვენი მხარდამჭერი ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას და თქვენ გინდათ ახლა მუზეუმში შესვლა? მითხარით რომ გმობთ ბერძენაშვილის გამოსვლას, რატომ არ ამბობთ. თქვენი კურსი არის ამორალური.  იტყუებით და გაიძახით, რომ  ხელისუფლებას საქართველოს ევროკავშირში შესვლა არ უნდა,, - მიმართა კოჭლოშვილმა პეტრიაშვილს.

სახალხო მოძრაობის წარმომადგენლები მუზუეუმის ჭიშკართან შეკრებილმა საკრებულოს წევრებმა ეზოში შეხვედრის ჩასატარებლად არ შეუშვეს, მიზეზად კი ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორის შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოხსენიება დაასახელეს.
| Print |
FaceBook Twitter Google