იაპონიამ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა
უკრაინაში გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის გამო, იაპონიის ხელისუფლება ბავარიაში გამართულ "დიდი შვიდეულის" ქვეყნების კოლეგებთან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდა.
იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, იაპონურ კომპანიებს ეკრძალებათ რუსეთისთვის სატრასტო (საშუამავლო), აღრიცხვის, აუდიტისა და მართვის სფეროში საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვა რუს ოლიგარქებს შეეხება, რომლებმაც "პუტინის სამხედრო მანქანისთვის" ცოტა ხნის წინ თავიანთი აქტივები ოქროში გადაიტანეს. "

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, "ოქრო რუსული ექსპორტის მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელსაც რუსეთისთვის "ათობით მილიარდი დოლარი მოაქვს."

ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე იაპონიის მიერ უკვე სანქცირებულია რუსეთის და მის მიერ აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის 800-მდე კერძო და იურიდიული პირი. მათ შორის რუსეთის მსხვილი ბანკები. აკრძალულია მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის, მათ შორის 3D პრინტერების, კვანტური კომპიუტერებისა და მიკროსქემების ექსპორტი რუსეთში.






| Print |
FaceBook Twitter Google