სურსათის ეროვნული სააგენტო კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები უკვე დაწყებულია და ამჟამად აღმოსავლეთ საქართველოში, 25 ათას ჰექტრამდე ფართობია დამუშავებული.

მათივე თქმით, სახელმწიფო პროგრამის ,,მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა" ფარგლებში, დამუშავებულია: ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონები.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებენ, რის შედეგადაც, მკვეთრად მცირდება მავნებლის რაოდენობა და შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მწვანე საფარის დაზიანების ფაქტები.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, გავრცელებულია საშიში მავნებელი იტალიური კალია, რომელიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარსა და ნარგავებს.





| Print |
FaceBook Twitter Google