რუსეთში, „გააზპრომთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი ბიზნესმენი მოკლეს
რუსული მედიასაშუალებების ცნობით, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანიის „Astra Shipping“-ის დამფუძნებლის და აღმასრულებელი დირექტორის, 61 წლის იური ვორონოვის ცხედარი რუსეთის სოფელ Morskiye Terrasy-ში, ელიტარულ კოტეჯში იპოვეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ვორონოვი გაზპრომთან იყო დაკავშირებული. მისი ფირმა კი "სპეციალიზირებული იყო, სხვა საკითხებთან ერთად, გაზპრომის კონტრაქტებში".

მათივე თქმით, 4 ივლისს სასწრაფო დახმარების სამსახურმა მიიღო შეტყობინება, რის შემდეგაც გაირკვა, რომ კოტეჯის დასახლება "Sea Terraces"-ის ‘Pink Sunsets“-მა აღმოაჩინა სახლის მეპატრონის ცხედარი თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით.

„სამედიცინო ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით, გასროლა ახლო მანძილიდან მოხდა. სიკვდილის სავარაუდო დრო 4 ივლისს შუაღამედან დილის ხუთამდეა“, -ნათქვამია გამოცემაში.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე დაყრდნობით, 1 ივლისის შემდეგ სახლში არავინ შესულა და არც გამოსულა.

მისი მეუღლის თქმით, ქალაქგარეთ გამგზავრებამდე, ვორონოვი რამდენიმე კვირის განმავლობაში სვამდა იმის გამო, რომ მან „ბევრი ფული დაკარგა კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან უთანხმოების გამო, რომლებიც, სავარაუდოდ, არაკეთილსინდისიერად იქცეოდნენ“.

ცნობისთვის, ბიზნესმენმა იური ვორონოვმა „Astara Shipping“ 2009 წლის 7 ივლისს სანკტ-პეტერბურგში დაარეგისტრირა და მისი საწესდებო კაპიტალი 1 მილიონ რუბლს შეადგენდა.









| Print |
FaceBook Twitter Google