სოფელ ზემო კაჭრეთში სპორტული მინი მოედანი და საბავშვო სივრცე მოეწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში ახალი მინი სპორტული მოედნის და საბავშვო სივრცის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა, რისთვისაც 120 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, სოფელ ზემო კაჭრეთში მოეწყო სავარჯიშო სივრცე და დამონტაჟდა ტრენაჟორები.

" მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სავარჯიშო და საბავშვო სივრცეების მოწყობა. სამუშაოები სოფლებში - ზემო კაჭრეთში, კაჭრეთში, ვაჩნაძიანსა და ნანიანში ​უკვე დასრულებულია, რამდენიმე სოფელში და ქალაქ გურჯაანში კი აქტიურად მიმდინარეობს. ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ვგეგმავთ, რომ თითოეულ სოფელში იყოს ასეთი სივრცე. " - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, მიმდინარე წელს სავარჯიშო, ზოგან კი საბავშვო მოედნებს 11 სოფელში და ქალაქ გურჯაანში ოთხ ადგილზე მოაწყობს. პროექტებისთვის, ჯამში, 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
| Print |
FaceBook Twitter Google