სიღნაღში ქვემო მაჩხაანთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სიღნაღი-ქვემო მაჩხაანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მათივე თქმით, ამ დროისთვის გზის დაგებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები და სანიაღვრე სისტემის მოწყობა უკვე დაწყებულია, პროექტის ღირებულება კი 4 200 000 ლარს შეადგენს, რომელიც 4100 მეტრის მანძილზე გზის საფარისა და სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვემო მაჩხაანში ტურიზმის განვითარებას და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.




| Print |
FaceBook Twitter Google