კახა კალაძე: კანონის ფარგლებში ყველა პარტიას აქვს არსებობის უფლება
თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, თუ რომელიმე პარტიის იდეოლოგია ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და კანონს, შესაძლებელია, მათი აკრძალვის საკითხი განხილული იყოს.
"არ აქვს მნიშვნელობა, ვინ, რომელ პარტიას წარმოადგენს. თუ მათი ქმედებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, კანონს, ასეთი შეიძლება იყოს "ნაციონალური მოძრაობაც", რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში უნდა განიხილებოდეს ყველაფერი. ჩვენ ხომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, კანონის ფარგლებში ყველა პარტიას აქვს არსებობის უფლება, მთავარია კონსტიტუციისა და კანონის დაცვა", - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ "ამ ქვეყანაში ვინც შუღლს აღვივებას და დაპირისპირებას ხელს უწყობეს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები".

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც "ალტ-ინფოს" ბაზაზე დაფუძნებულ, ძალადობრივი პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" აკრძალვას ეხება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახა კალაძე /