დავეხმაროთ "ხარებას" მომღერალს უჩა ვალიშვილს
გურჯაანში ყველასთვის საყვარელ ადამიანს, სახელმწიფო თოჯინების თეატრის მსახიობს, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლ „ხარება“-ს მომღერალს, 35 წლის უჩა ვალიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
უჩას რამდენიმე თვის წინ შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მასმეუღლე და სამი შვილი ჰყავს.

უჩას თურქეთსა და საქართველოში ჩაუტარდა ორი ურთულესი ოპერაცია კუჭზე. მკურნალობას აგრძელებდა საქართველოში, თუმცა, მოულოდნელად მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების გამო, საჭირო გახდა მისი გადაყვანა თურქეთში.

ამჟამად მას უტარდება შესაბამისი პალიატრიული (მზრუნველობის) მკურნალობა, ქიმიოთერაპია და ა.შ., რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

დღემდე ჩატარებული ოპერაციებისა და მკურნალობის ხარჯები უზრუნველყო ოჯახმა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მათ ყველანაირი რესურსი ამოეწურათ.

იმისათვის, რომ უჩამ შეძლოს მკურნალობის გაგრძელება და ფინანსების გამო კლინიკამ არ შეუწყვიტოს მკურნალობა,
მას ჩვენი დახმარება სჭირდება.

მკურნალობის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, ამიტომ თითოეული ჩვენგანის თანადგომა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.

ანგარიშის ნომრები:
საქართველოს ბანკი
#GE40BG0000000100947020
მიმღები: უჩა ვალიშვილი
თიბისი ბანკი
#GE10TB7701536010300014
მიმღები: უჩა ვალიშვილი
#პნ13001013962

| Print |
FaceBook Twitter Google