ლაგოდეხის საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელ მასწავლებლებს სასწავლო ტრენინგი ჩაუტარდათ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლაგოდეხის საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელ მასწავლებლებს, შშმ პირების მხარდაჭერისა და სააღმზრდელო დაწესებულებებში, ქცევით პრობლემებისა და მართვის ეფექტური სტრატეგიების დასანერგად სასწავლო ტრენინგი ჩაუტარდათ.

მათი თქმით, სემინარი, მუნიციპალიტეტის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაცია „MAC Gerogia“-სა და ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა

მერიის ცნობით, ტრენინგში ლაგოდეხის მასშტაბით 30-მდე აღმზრდელი პედაგოგი მონაწილეობდა.

 

| Print |
FaceBook Twitter Google