თელავში ჩოხელის სახელობის მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქალაქ თელავში, გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო მოედანზე არსებულ სათადარიგო ფეხბურთის სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 649 473 ლარს შეადგენს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.​

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბუნებრივსაფარიანი სტადიონის და ტრიბუნების მოწყობა, მოედნის შემოღობვა, გასახდელების და სველი წერტილის მშენებლობა.​  თელავის მერიაში ამბოვენ,რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი ლიგისა და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ტურნირების მატჩების ჩატარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის და ფეხბურთის პოპულარიზაციას.​ ​

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
| Print |
FaceBook Twitter Google