G20-ის წევრებმა, სერგეი ლავროვთან ვახშამსა და ფოტო გადაღებაზე უარი თქვეს
იაპონური გამოცემა „Kyodo”ს ინფორმაციით, G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საგარეო უწყებების ხელმძღვანელების ნაწილმა რუსეთის პირველ დიპლომატთან, სერგეი ლავროვთან საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა.

სააგენტოს ცნობით, წელს შეხვედრის მონაწილეთა ტრადიციული ფოტოსესია ვერ შედგა. საერთო ფოტოს გადაღებაზე პირველად უარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა.

თავად ლავროვის თქმით, მას არავინ არ დაუპატიჟებია.

„რაც შეეხება ჩემთან შეხვედრებს, განცხადებებს, რომ ჩემთან ფოტოებს არ გადაიღებენ - მე ხომ არავინ მიმიპატიჟებია ფოტოს გადასაღებად და საერთოდაც არავინ არსად არ დამიპატიჟებია. მე ინდონეზიამ დამპატიჟა“,- განაცხადა ლავროვმა.

მედიით გავრცელებულ ცნობებში ირკვევა, რომ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ოფიციალურ მიღებას და ვახშამს არ დაესწრნენ მინისტრები „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოებიდან.

ამ თემაზე, რუსულ სააგენტო „ტასს“ მოჰყავს ლავროვის სიტყვები, რომ „როგორც ჩანს, მათ ასე ესმით პროტოკოლი, უბრალოდ, ზრდილობა და ეთიკის წესები“.














| Print |
FaceBook Twitter Google