ახმეტაში, ციხე-ქალაქ კვეტერასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ციხე-ქალაქ კვეტერასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

მათი თქმით, ახალი ინფრასტრუქტურა მიზნად ისახავს ტურიზმის სტიმულირებას და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას.

ცნობისთვის, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ციხე-ქალაქ კვეტერასთან მისასვლელი 600-მეტრიანი ახალი გზის მონაკვეთის დაგება, ასევე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სავაჭრო ჯიხურების მოწყობა.

დამატებით მოეწყობა პარკინგი და საკემპინგე ადგილები, ასევე, წყლისა და ელექტროენერგიის წყაროები.









| Print |
FaceBook Twitter Google