ღარიბაშვილის განცხადება არის პირდაპირი დასტური იმისა, რომ საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა-გიორგი ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის განცხადებით, ღარიბაშვილის
განცხადება არის პირდაპირი დასტური და მტკიცებულება, რომ საქართველოში
არის ოლიგარქიული მმართველობა- „სხვა ვერაფერი აიძულებდა პრემიერ-
მინისტრს ეს წერილი დაეწერა, ისიც არ ვიცი, მან დაწერა, თუ სხვამ
დაუწერა, როგორც სხვებს უწერენ ხოლმე.“
მისი თქმით, წერილს ორი სავარაუდო ადრესატი ჰყავს: დასავლეთი ან
ბიძინა ივანიშვილი.
"რას უნდა მიანიშნებდეს ეს წერილი - ორი ალტერნატივაა: ერთი, ის
ცდილობს დასავლეთის თვალში ივანიშვილს გაემიჯნოს, რომ სანქციები,
რომელიც იქნება ივანიშვილთან მიმართებით, არ შეეხოს პერსონალურად მას,
ან მეორე ვარიანტი - ბიძინა ივანიშვილს ეხვეწება, ცოტა ხანი კიდევ
დამტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეო, რადგან შეიძლება მალე
ვიხილოთ ის ამ თანამდებობის გარეშე. სხვა ყველა დეტალი ამ წერილში
უინტერესოა. ამ წერილში ივანიშვილის სახელის ხსენებით რეკორდია
მოხსნილი, მათ შორის თავად ღარიბაშვილის რეკორდიც,"- განაცხადა გიორგი
ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები