ვირუსის მკურნალობა მარტივად მიმდინარებს - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე კორონავირუსის მკურნალობა მარტივად მიმდინარებს, რასაც ინფექციონისტებიც ადასტურებენ.

„მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ განვუმარტო, რომ იმ შემთხვევაში თუ არის უბრალოდ ტემპერატურის მატება და არ არის ვირუსის სიმძიმის გამომხატველი სხვა სიმპტომები, შეგვიძლია ვიმკურნალოთ და ვირუსი მშვიდად გადავიტანოთ.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში ვამბობდი, მაშინ თითქოს ბევრს გაუკვირდა, რომ ეს გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად, რომელიც პერიოდულად შეგვახსენებდა თავს. ზუსტად იგივე მიმდინარეობა აქვს და იგივეს ადასტურებენ დღეს ინფექციონისტებიც, რომ არ არის არაფერი საშიში და საპანიკო,“-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google