საპარლამენტო ოპოზიცია, პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევისკენ მოუწოდებს
საპარლამენტო ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რიგგარეშე სესია უნდა მოიწვიოს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სესიის მოსამზადებლად საჭირო პროცედურები უნდა შეასრულოს.
„მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, მოიწვიოს რიგგარეშე სესია 2022 წლის 18 ივლისიდან შემდეგი დღის წესრიგით:
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

2. „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ასევე, მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, უზრუნველყოს რიგგარეშე სესიის მოსამზადებლად საჭირო პროცედურების განხორციელება, მათ შორის საკომიტეტო მოსმენების დაჩქარებულ რეჟიმში ჩანიშვნა.

ჩვენს მიერ შეთავაზებული დღის წესრიგი ეხმიანება 12 შესასრულებელი წინაპირობიდან სამ მიმართულებას (აღმოიფხვრას პოლიტიკური პოლარიზაცია, უზრუნველყოფილი იქნას სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ელიტური კორუფციის გამოძიების შემთხვევები).

ჩვენს მიერ დღის წესრიგში დაყენებული ოთხივე საკითხი უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება 19 აპრილის სულისკვეთებას, განხილულია და შეთანხმებულია არასამთავრობო სექტორთან და მიღებული აქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასება.

შესაბამისად, რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს და იქნება მაჩვენებელი რეალურად უნდა თუ არა ხელისუფლებას ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული წევრის სტატუსის მისაღებად სავალდებულო წინაპირობების შესრულება, პროცესების დეპოლარიზაცია და ოპოზიციასა და ხალხთან ურთიერთობის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფორმატში გადატანა, თუ მათი მიზანია დროის გაწელვა და რეკომენდაციების შესრულების პროცესის იმიტაცია.

ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებულ კონსტრუქციულ და საქმიან წინადადებაზე „ქართული ოცნების“ უარის შემთხვევაშიც, ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, როგორც ეროვნული ინტერესებით მოტივირებული პოლიტიკური ძალები, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, დაინტერესებული საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობით გავაგრძელებთ ჩვენი ეროვნული ამოცანის - ევროპული ინტეგრაციისთვის სავალდებულო რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმას.

კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას, უარი არ თქვათ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე და სრულად ჩაერთეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ რეალურ საპარლამენტო საქმიანობაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება თქვენი პოლიტიკური ლუსტრაცია და იმის პირდაპირი დემონსტრირება, რომ თქვენთვის მთავარია არა საქართველოს ეროვნული ინტერესები და ევროპაში ინტეგრაცია, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესის დაზიანების ფასად ძალაუფლების შენარჩუნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "რესპუბლიკური პარტია", "საქართველოსთვის", "სტრატეგია აღმაშენებელი" და დამოუკიდებელი დეპუტატები: არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, თამარ კორძაია, სალომე სმადაშვილი, დავით ბაქრაძე.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე
შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
23:15 / 18.04.2024
“კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” ფართომასშტაბიანი აქციები არ
დასრულებულა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გრძელვადიანი
პროტესტისთვის ემზადებიან.
“კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” ფართომასშტაბიანი აქციები არ დასრულებულა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადებიან.
19:37 / 18.04.2024
საქართველოში რუსულ კანონს მხარდაჭერას ამჯერად რუსეთის სახელმწიფო
დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი უცხადებს.
საქართველოში რუსულ კანონს მხარდაჭერას ამჯერად რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი უცხადებს.
19:03 / 18.04.2024
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სამართალდამცავების
მხრიდან ძალადობასა და მისი დაკავების ფაქტზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობასა და მისი დაკავების ფაქტზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
16:18 / 18.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 31 °C
img
საგარეჯო 15 / 28 °C
img
დ.წყარო 14 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 32 °C
img
ლაგოდეხი 15 / 27 °C
img
ყვარელი 16 / 31 °C
img
თელავი 14 / 28 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.