ჯანდაცვის ასოციაცია ზურაბ აზარაშვილს ღია წერილით მიმართავს
ააიპ „ჯანდაცვის ასოციაცია“ ღია წერილით მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს. მიმართვაში საუბარია იმ პრობლემების შესახებ, რომლის წინაშეც, წერილის ავტორების შეფასებით, ჯანდაცვის სექტორი სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო აღმოჩნდნენა.

წერილს speqtri.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო ზურაბ,

მოგმართავთ ააიპ „ჯანდაცვის ასოციაციის სახელით“, რომელიც 100-მდე კლინიკას, 23 000-ამდე თანამშრომელს აერთიანებს და 1 000 000 კაპიტაციურ ბენეფიციარს ემსახურება.

როგორც მოგეხსენებათ, ასოციაციაში შემავალი კლინიკები, მეტნაკლებად, საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, რისი გადაჭრაც სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. ჩვენი ასოციაციის მიზანი, სწორედ სახელმწიფოსთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემური საკითხების მოგვარება და სფეროს გაუმჯობესებაში წვლილის შეტანაა. პაციენტის უსაფრთხოება და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ჩვენი საქმიანობის საფუძველი და ამოსავალი პრინციპია, რაც ყველას გვაერთიანებს.

ასოციაცია ოქტომბრის თვიდან ცდილობს ითანამშრომლოს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთანაც, თუმცა 9 თვის მანძილზე, ჩვენს მიერ დაყენებულ ვერცერთ საკითხზე ვერ მოხდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა და წარმოადგენს ტარიფებზე შეთანხმება და ინდექსაცია - თუ რატო, შევეცდებით 11 ივლისს თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პასუხით გამოვეხმაუროთ.

სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან, მხოლოდ ფინანსურ ნაწილზე აპელირება და DRG სისტემის დანერგვა

მოგახსენებთ, რომ კლინიკებს მძიმე ტვირთად გვაწვება 2013 წლის ტარიფებით ფუნქციონირება (ინფლაცია, კომუნალური ტარიფების გაზრდა, სახარჯი მასალის გაძვირება და სხვა - კომუნალური გადასახადების ზრდა - ელ.ენერგია - 85.7%, წყალმომარაგება - 47%, გაზი - 28%; მხოლოდ 2018 წლის შემდეგ ინფლაციის კუმულაციური მაჩვენებლი - 24.5%; 2019 წლის მესამე კვარტლის შემდეგ ლარი გაუფასურდა - 24.6% ), რაც პირველ რიგში აისახება სამედიცინო მომსახურების ხარისხზე.

სექტემბრის თვიდან დღემდე, ასოციაცია, სამუშაო შეხვედრების, საჯარო თუ დახურული დისკუსიების მეშვეობით აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა ჯანდაცვის სამინისტროსთან კლინიკებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფების ინდექსაციასთან, ფასების გათანაბრებასთან, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხის მნიშვნელობას და ტარიფის ცვლილების აუცილებლობას ჯანდაცვის სამინისტრო, ყველა შეხვედრაზე, იზიარებდა. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან გამართული შეხვედრებისას, ჩვენ ვიღებდით ინფორმაციას, რომ სამინისტრო, არაუგვიანეს ივნისის თვის, რეანიმაციის სტანდარტების დანერგვას, ხოლო აგვისტოს თვიდან დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) სისტემის დანერგვას გეგმავდა, რაც კლინიკებს „ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა“. შეთანხმებისამებრ, რეანიმაციის სტანდარტებს უნდა მოყოლოდა ინდექსაცია, რასაც თქვენთან ერთად მისაღებ პროცესად მივიჩნევდით. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო 11 ივლისს, მთავრობის სხდომაზე თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება ტარიფების ინდექსაციის არ განხორციელების და დიაგნოზს შეჭიდული ჯგუფების სისტემის დანერგვის ვადებთან დაკავშირებით.

მივესალმებით დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) საავადმყოფოების დაფინანსების მეთოდზე გადასვლას, თუ აღნიშნული სწორი მეთოდოლოგიით და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე რესურსით განხორციელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის ექსპერტების მონაწილეობით გამართულმა სამუშაო შეხვედრამ ნათლად დაგვანახა, რომ აღნიშნული სისტემის დანერგვის პროცესამდე, მთელი რიგი ეტაპებია განსახორციელებლი, რაც დიდ ადამიანურ რესურსს და დროს მოითხოვს. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ განვითარებულ ქვეყნებში აღნიშნული სისტემის დანერგვას წლები დასჭირდა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ DRG სისტემის დანერგვის პარალელურად, უმოკლეს ვადაში უნდა უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსების შუალედურ გამოსავალთან დაკავშირებით;
2. სამედიცინო მომსახურების ხარისხი და კონტროლი

მოგეხსენებათ, რომ პაციენტისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას, მაღალკვალიფიციური და მოტივირებულ პერსონალის საქმიანობას, კლინიკების ფინანსური მდგრადობა განაპირობებს, რისი შენარჩუნებაც არარენტაბელური ტარიფების და გაზრდილი ხარჯების პირობებში, ფიზიკურად შეუძლებელი გახდა.

თქვენს სამინისტროსთან შეთანხმებით, სწორედ ხარისხის მაჩვენებელ ახალ სტანდარტებზე უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ინდექსაცია, რასაც 11 ივლისის თქვენივე განცხადებით, ანულირება გაუკეთეთ.

3. რატომ 520-ე დადგენილება?

საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამაში ჰოსპიტალური სექტორი 2013 წელს ჩაერთო, იმ მომენტისათვის მინიმალური ტარიფებით და კლინიკების მხრიდან შეთანხმებული ფასით, რაც დღემდე უცვლელია. 2019 წელს, 520-ე დადგენილებით, განსაზღვრული ტარიფები გაზრდის ნაცვლად, კიდევ უფრო შემცირდა. შესაბამისად, ტარიფების საკითხი ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა ჰოსპიტალური სექტორისთვის, რომელიც 2020-2021 წლებიდან პირდაპირი ხარჯის დაფარვასაც ვეღარ ახერხებს, ზედმეტია საუბარი ჰოსპიტლებს საკუთარი კაპიტალით სუბსიდირებაზე. დღეს, ამის რესურსი, უბრალოდ აღარ არსებობს.

მაგალითისათვის დღეს II-III დონის რეანიმაციული საწოლ დღე 440-240ლარით ფინანსდება, როდესაც კლინიკებისათვის ასეთი საწოლ დღის თვითღირებულება დაახლოებით 730ლარია.

კიდევ ერთხელ ვიტოვებთ შედეგიანი თანამშრომლობის და ეფექტიანი კერძო-საჯარო პარტნიორობის იმედს და გთავაზობთ შეხვედრას 20 ივლისამდე, წინააღმეგ შემთხვევაში, რიგმა დაწესებულებებმა შესაძლოა ვეღარ მოახერხონ ოპერირების გაგრძელება, რაც წარმოშობს ქვეყანაში სერვისების მიწოდების შეფერხების საფრთხეს. გვჯერა, რომ ჯანმრთელობის დაცვა, როგორც უფლება ნიშნავს მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებას და არა "უფასო" ან დაბალი ხარისხით მომსახურებას. ასევე გვჯერა, რომ ამ პლატფორმაზე ერთიანია ჯანდაცვის ასოციაცია და ჯანდაცვის სამინისტრო და რომ ჩვენი თანამშრომლობით შესაძლებელია სამედიცინო პერსონალის პირობების გაუმჯობესება, უკეთესი და ინოვაციური სამედიცინო სერვისების დანერგა და პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა.

პატივისცემით,

ჯანდაცვის ასოციაციის წევრი სტაციონარული და ამბულატორიული დაწესებულება“- ვკითხულობთ წერილშიც, რომელსაც ხელს აწერს 100 ორგანიზაცია.

ესენი არიან:

  1. ვანის სამედიცინო ქსელი
  2. შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის'' ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო
  3. ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  4. ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრი
  5. ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი;
  6. სამტრედიის ამბულატორიული ცენტრი
  7. სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  8. ბაღდათის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  9. ხონის ამბულატორიული ცენტრი
  10. გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  11. საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  12. სართიჭალის ამბულატორიული ცენტრი
  13. კაჭრეთის ამბულატორიული ცენტრი
  14. ველისციხის ამბულატორიული ცენტრი
  15. იორმუღანლოს ამბულატორიული ცენტრი
  16. მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  17. დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  18. ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  19. მარტყოფის ამბულატორიული ცენტრი
  20. გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  21. მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  22. მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი
  23. ავერსის ცენტრალური საავადმყოფო
  24. ავერსის ისნის ფილიალი
  25. ავერსის ბ/ხმელნიცკის ფილიალი
  26. ავერსის თემქის ფილიალი
  27. ავერსის რეაბილიტაციის ცენტრი
  28. ბირთვული მედიცინის ცენტრი
  29. ავერსის რუსთავის ფილიალი
  30. ავერსის თელავის ფილიალი
  31. ავერსის მარნეულის ფილიალი
  32. ავერსის #2 მარნეულის ფილიალი
  33. ავერსის გორის #1 ფილიალი
  34. ავერსის გორის #2 ფილიალი
  35. ავერსის რუსთავის ფილიალი
  36. შპს ნიუ ჰოსპიტალსი
  37. სს მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
  38. ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა
  39. კავკასიის მედიცინის ცენტრი
  40. კარაპს მედლაინი
  41. ი.ციციშვილის სახ. ბავშვთა ახალი კლინიკა
  42. თელავის რეფერალური ჰოსპიტალი
  43. ხაშურის ჰოსპიტალი
  44. ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი
  45. ახალქალაქის ჰოსპიტალი
  46. დასავლეთ საქართველოს მედიცინის ცენტრი
  47. ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი
  48. კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი
  49. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო
  50. ფოთის ჰოსპიტალი
  51. ქობულეთის ჰოსპიტალი
  52. მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი ჰოსპიტალი
  53. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი
  54. შპს „ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა"
  55. სს „ჯერარსი“
  56. თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
  57. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარი ცენტრი
  58. ჟორდანიას კლინიკა
  59. ინოვა
  60. საბურთალოს პოლიკლინიკა
  61. გლდანის პოლიკლინიკა
  62. დიდი დიღმის პოლიკლინიკა
  63. მთაწმინდის პოლიკლინიკა
  64. დიდუბის პოლიკლინიკა
  65. ქარელის ჰოსპიტალი
  66. ისნის პოლიკლინიკა
  67. ვარკეთილის პოლიკლინიკა
  68. წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი
  69. ტყიბულის ჰოსპიტალი
  70. ქუთაისის პოლიკლინიკა
  71. ხონის ჰოსპიტალი
  72. წყალტუბოს ჰოსპიტალი
  73. თერჯოლის ჰოსპიტალი
  74. ზუგდიდის პოლიკლინიკა
  75. მარტვილის პოლიკლინიკა
  76. ფოთის პოლიკლინიკა
  77. წალენჯიხის ჰოსპიტალი
  78. ჩხოროწყუს ჰოსპიტალი
  79. აბაშის ჰოსპიტალი
  80. ნინოწმინდის ჰოსპიტალი
  81. ადიგენის ჰოსპიტალი
  82. ჩაქვის სამედიცინო ცენტრი
  83. ბათუმის პოლიკლინიკა
  84. ქედას ჰოსპიტალი
  85. შუახევის ჰოსპიტალი
  86. ხულოს ჰოსპიტალი
  87. თელავის პოლიკლინიკა
  88. ახმეტის ჰოსპიტალი
  89. ყვარლის ჰოსპიტალი
  90. შპს „კონსილიუმ მედულა“
  91. შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“
  92. შპს „თბილისის გულის ცენტრი“
  93. შპს „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა
  94. შპს „ნეოლაბი“
  95. შპს „#5 კლინიკური საავადმყოფო“
  96. შპს „Mმედი 22“
  97. სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება“
  98. შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“
  99. შპს „ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი“
  100. შპს საქართველოს უნივერსიტეტი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
“კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” ფართომასშტაბიანი აქციები არ
დასრულებულა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გრძელვადიანი
პროტესტისთვის ემზადებიან.
“კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” ფართომასშტაბიანი აქციები არ დასრულებულა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადებიან.
19:37 / 18.04.2024
საქართველოში რუსულ კანონს მხარდაჭერას ამჯერად რუსეთის სახელმწიფო
დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი უცხადებს.
საქართველოში რუსულ კანონს მხარდაჭერას ამჯერად რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი უცხადებს.
19:03 / 18.04.2024
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სამართალდამცავების
მხრიდან ძალადობასა და მისი დაკავების ფაქტზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობასა და მისი დაკავების ფაქტზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
16:18 / 18.04.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაატო საარჩევნო
კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო და
მუნიციპალურ ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის ქალთა კვოტირების
სავალდებულო წესი უქმდება. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები
პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაატო საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო და მუნიციპალურ ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის ქალთა კვოტირების სავალდებულო წესი უქმდება. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.
15:57 / 18.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 27 °C
img
საგარეჯო 14 / 25 °C
img
დ.წყარო 13 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 28 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 27 °C
img
თელავი 15 / 26 °C
img
ახმეტა 14 / 26 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.