2025 წლიდან კლინიკებისთვის საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება
2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ოპერირების გასაგრძელებლად, კლინიკებისთვის მსოფლიოში მოქმედი სტანდარტების დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დღეს, 4 აგვისტოს, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში იმყოფებოდა და კლინიკა ხელმძღვანელებთან და ექიმებთან ერთად დაათვალიერა.

მინისტრმა შეხვედრაზე სამედიცინო დაწესებულებებში საერთაშორისო აკრედიტაციის დანერგვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, 2025 წლიდან საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა სავალდებულო იქნება, რაც სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

აღსანიშნავია, რომ „ჩაფიძის კლინიკა“ ერთ-ერთია იმ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელმაც საერთაშორისო სერტიფიკატი საკუთარი ინიციატივით მიიღო. კერძოდ, საუბარია, გერმანულ KTQ-ს სტანდარტზე, რომელიც კლინიკებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ენიჭებათ.

შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ 2025 წლიდან, კლინიკებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ოპერირების გასაგრძელებლად, სავალდებულო იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტების დაკმაყოფილება. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ საკითხზე სამინისტრომ მუშაობა უკვე დაიწყო და ჯანდაცვის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურ კონსულტაციებს მართავს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ადამია.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის
ეროვნული ცენტრის დირექტრის თანამდებობაზე ათწლიანი პერიოდის შემდეგ
ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის დირექტრის თანამდებობაზე ათწლიანი პერიოდის შემდეგ ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს.
13:05 / 10.08.2022
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 31 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით,
საქართველოში კორონავირუსის 12 729 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გარდაიცვალა 8 პაციენტი და გამოჯანმრთეელდა - 11 199.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 31 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 12 729 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი და გამოჯანმრთეელდა - 11 199.
13:37 / 09.08.2022
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს.
ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, პალიტრანიუსის გადაცემა „360
გრადუსში“ დაადასტურა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, პალიტრანიუსის გადაცემა „360 გრადუსში“ დაადასტურა.
18:50 / 06.08.2022
კერძო დაზღვევის მოსარგებლეებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების
გამოძახებაზე ფასის დაწესების თაობაზე სამინისტრო განცხადებას
ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც,
სასწრაფო დახმარების მომსახურება ფასიანი ხდება, სიმართლეს არ
შეესაბამება.
კერძო დაზღვევის მოსარგებლეებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე ფასის დაწესების თაობაზე სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სასწრაფო დახმარების მომსახურება ფასიანი ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
14:20 / 05.08.2022
სამართალი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედი გაჯის საწარმოები - შპს „დენმარკი“ და შპს „სამგორი ველი“ დააჯარიმა.
10:22 / 10-08-2022
დღეს, 8 აგვისტოს, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ დარბაზიდან გაათავისუფლა კახელი ბიზნესმენი ლევან ბიძინაშვილი, რომელიც 8 თვის წინ დააპატიმრეს.
17:10 / 08-08-2022
დღეს, 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და კლინიკა „კანვენის“ ექიმს, 80 წლის თეიმურაზ ბეჟანიძეს, რომელსაც კლინიკის დირექტორის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
15:27 / 08-08-2022
ეკონომიკა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში საგზაო ინფრასტრუქტურის პარალელურად, სანიაღვრე არხებისა და გადასასვლელი ხიდ-ბოგირების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.
16:00 / 10-08-2022
თბილისში კიდევ ერთი ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაწილების მწარმოებელი საწარმო - „როლფ ჯორჯია“ გაიხსნა.
17:53 / 08-08-2022
სხვა ამბები
10 აგვისტოს ღამით რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში მდებარე ქალაქების - მარჰანეცისა და მიროვოეს მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
15:25 / 10-08-2022
დღეიდან, 10 აგვისტოდან, ძალაში შევიდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტის ზომა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული ქვანახშირის იმპორტი უნდა აიკრძალოს.
15:05 / 10-08-2022
დღეს, 10 აგვისტოს, აბიტურიენტებისა და საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის სააპელაციო განაცხადის შევსებისა და მისი გადაგზავნისთვის ბოლო დღეა. გამოსაცდელებს დრო 18:00 საათამდე აქვთ.
12:23 / 10-08-2022
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ვაშინგტონის მხრიდან შვედეთისა და ფინეთის NATO-ში (ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში) გაწევრიანებისთვის რატიფიკაციის მინიჭების დოკუმენტს.
12:09 / 10-08-2022
20 აგვისტოს, შაბათს, 18:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ჭიდაობის ტურნირი გაიმართება.
17:17 / 09-08-2022
20 აგვისტოს, შაბათს, 18:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ჭიდაობის ტურნირი გაიმართება.
17:17 / 09-08-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 20 / 34 °C
img
საგარეჯო 21 / 33 °C
img
დ.წყარო 21 / 32 °C
img
სიღნაღი 22 / 36 °C
img
ლაგოდეხი 21 / 32 °C
img
ყვარელი 20 / 34 °C
img
თელავი 21 / 33 °C
img
ახმეტა 20 / 34 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2022 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.