აშშ-ში ღვინის იმპორტიორთა შორის საქართველო ლიდერობს
უახლესი მონაცემებით, საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერის პოზიციას იკავებს.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ორგანიზაცია AAWE (American Association of Wine Economists) ავრცელებს

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აშშ-ში საქართველოდან იმპორტირებული ღვინის 11.3%-ს გააჩნია ორგანული ღვინის სერტიფიკატი, რითაც შეერთებული შტატების ბაზარზე პირველ ადგილს იკავებს მთავარ იმპორტიორ ქვეყნებს შორის.

საქართველოს მოსდევს და შესაბამისად, მეორე ადგილს იკავებს ავსტრია 7.4%-იანი მაჩვენებლით, მესამე ადგილზე კი არის კანადა - 7.1%-ით.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად გადააჭარბა მილიონ ბოთლს. ბოლო დროის სტატისტიკაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია.
ასოციაციის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ 2022 წელს ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მე-14 წლიური კონფერენცია 24-28 აგვისტოს, საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართება.
| Print |
FaceBook Twitter Google