საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 19%-ით გაიზარდა
სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე განოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. 2022 წლის ივნისში საარსებო შემწეობა 661 061 ადამიანმა მიიღო, რაც 105 404-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წლის ივნისში სახელმწიფოს დახმარების იმედად 555 657 ადამიანი იყო.

აგრეთვე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 69 456-ით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულად დახმარებას საჭიროებს. თუ 2021 წლის ივნისში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრირებული იყო 1 054 567 ადამიანი, 2022 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 1 124 023-მდე გაიზარდა. 


| Print |
FaceBook Twitter Google