რუსულმა რაკეტამ ირანული თანამგზავრი კოსმოსში გაიყვანა
დღეს, 9 აგვისტოს, რუსულმა რაკეტამ ირანული თანამგზავრი კოსმოსში წარმატებით გაიყვანა. დასავლეთი თვლის, რომ კრემლმა შესაძლოა ის უკრაინაში სამხედრო ობიექტების სამეთვალყურეოდ გამოიყენოს, ხოლო ირანმა თვალყური ადევნოს ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში პოტენციურ საომარ მიზნებს.


ირანული თანამგზავრის რუსული რაკეტით კოსმოსში გაშვების კადრები Eurenews-ის რუსულმა სამსახურმა დღეს Youtube არხზე განათავსა.

დისტანციური ზონდერების თანამგზავრმა „ხაიამი“ სტარტი ყაზახეთის ტერიტორიაზე მდებარე კოსმოდრომ ბაიკონურიდან რაკეტა „საიუზის“ საშუალებით აიღო.

ირანმა უკვე დაადასტურა თანამგზავრის გამოყენებით პირველი ინფორმაციის მიღება. თეირანში აცხადებენ, რომ თანამგზავრს მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულებისთვის გამოიყენებენ. კერძოდ, თეირანი აცხადებს, რომ თანამგზავრს სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულება აქვს და მოემსახურება რადიაციული და ეკოლოგიური ვითარების შესწავლას სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის და რომ არცერთ სხვა ქვეყანას არ შეუძლია „ხაიამის“ მონაცემებზე წვდომა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ცდილობს, ირანთან ურთიერთობა გაამყაროს. ომის შემდეგ მეორე ვიზიტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვლადიმირ პუტინმა თეირანში განახორციელა.
| Print |
FaceBook Twitter Google