თამარ ბაღაშვილი „მთავარ არხს“ ტოვებს
„მთავარი არხის“ ჟურნალისტი, თამარ ბაღაშვილი არხიდან მიდის.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტმა ფეისბუქ-გვერდზე დაწერა. იგი არ აკონკრეტებს სამსახურიდან წასვლის მიზეზს.

„ასეა და სხვა დეტალებს, რატომ, რა მოხდა და ა.შ არ დავწერ ჯერ, ან საერთოდ არ დავწერ, არ ვიცი) მაგრამ, რაც ზუსტად ვიცი, ყოველთვის, ყველგან და ყველა სიტუაციაში, აუცილებლად ვიქნები ის "ბაღო", ვინც ბევრს ასე ძალიან გიყვართ და ბევრსაც ასე ძალიან არ გიყვართ) რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! და რა თქმა უნდა #თავისუფლებანიკას,“ - წერს თამარ ბაღაშვილი.
| Print |
FaceBook Twitter Google