უჯარმაში 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარ­მა­ში, მდი­ნა­რე იო­რის არხში, 16 და 20 წლის ძმე­ბის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალ­გაზ­რდე­ბის ცხედ­რე­ბი მაშ­ვე­ლებ­მა გვი­ან ღა­მით ნახეს.

ძმები გუშინ მა­მი­დაშ­ვილ­თან ერ­თად, მდი­ნა­რე­ზე სა­ბა­ნა­ოდ წა­ვიდ­ნენ, რა დრო­საც, ერთ-ერთ ძმას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფეხი და­უც­და, მე­ო­რე კი წყალ­ში მის გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვი­და და გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­და ძებ­ნის ოპე­რა­ცი­ას რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის განმავლობაში აწარ­მო­ებ­დნენ. სო­ფელ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი არ არი­ან და უჯარ­მა­ში სტუმ­რად ჩა­ვიდ­ნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google