აღმოჩნდა თუ არა გადაჭარბებული ნიტრატები საზამთროსა და ნესვში
ივლის-აგვისტოში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, სარეალიზაციო ობიექტებიდან შესამოწმებლად ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვის 51 ნიმუში აიღეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა.

" სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე რეგულარულად ამოწმებს. მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ 100-მდე ნიმუშის აღება-შემოწმებაა დაგეგმილი,"-აცხადებენ სააგენტოში.
| Print |
FaceBook Twitter Google