კახეთის რეგიონში 20 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველი 2022-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში 20 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.
სააგენტოს ცნობითვე, 6 სექტემბრის მდგომარეობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 1000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი კი   16 მლნ ლარს აღწევს.
რთველი აქტიურ ფაზაშია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.
გადამუშავებული 20 ათასი ტონიდან 7 ათას ტონამდე რქაწითელი, 9 ათას ტონამდე საფერავი, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 200-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. 70-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა კვლავ იმუშავებს.

| Print |
FaceBook Twitter Google