შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ინფორმაციას  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, სტიქიის ზონაში  ჯერ კიდევ რჩებიან მონიტორინგის ჯგუფები.

ცნობისთვის, ხანძარი შილდის ტყეში პირველ სექტემბერს გაჩნდა. ცეცხლმა დიდ ფართობზე გაშენებული ტყის მასივი გაანადგურა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
| Print |
FaceBook Twitter Google