სოფელ ქეშალოში 40 წლამდე კაცი მოკლეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, აიდინ ჰამზაევი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, სოფელში მდებარე საკუთარ მაღაზიაში ჩაცხრილეს. 

ადგილობრივებს მომხდარის კონკრეტულ მიზეზზე საუბარი უჭირთ, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად წარსულში ფულის გამოძალვის ფაქტს ასახელებენ.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

| Print |
FaceBook Twitter Google