უკვე დაბინავებულია 65 000-ზე მეტი რქაწითელი და 50 000 ტონამდე საფერავი - ოთარ შამუგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთში იმყოფებოდა. მინისტრმა ადგილობრივი ფერმერების ვენახები მოინახულა, დაათვალიერა ის ღვინის კომპანიები, სადაც ყურძნის მიღების პროცესი გრძელდება და რთველშიც მიიღო მონაწილეობა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კახეთში სტუმრობისას განაცხადა, სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა, მოსავალი სრულად იყოს დაბინავებული.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თითოეულმა მევენახემ სრულად დააბინაოს მიღებული მოსავალი. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ წელსაც ვახორციელებთ სუბსიდირებას რქაწითელის და კახური მწვანის ყურძენზე. ეს მხარდაჭერა აუცილებელია იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, დიდი რაოდენობის მოსავალი სრულად იქნას დაბინავებული და, მეორე მხრივ, ჩვენ შევინარჩუნოთ მისაღები ფასები. ვფიქრობთ, რომ 300 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებს დაახლოებით 25,000 ოჯახი კახეთში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე მინდა აღვნიშნო ფასებთან დაკავშირებით, რომ ხარისხიან ყურძენზე არის დიდი მოთხოვნა; რქაწითელის შემთხვევაში, დაფიქსირდა 95 თეთრიდან 1,1 ლარამდე ფასები, ხოლო საფერავის შემთხვევაში, ფასები მერყეობს 1,5 ლარიდან 1,7 ლარამდე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ჩაიბარეს ქარხნებმა.

„ გადამუშავებულია 120 ათას ტონაზე მეტი ყურძენი; მათ შორის, 65,0000-ზე მეტი რქაწითელი, 50,000 ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვა ჯიშის ყურძენი. ვფიქრობთ, რომ კახეთში 300 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებს დაახლოებით 25 000 ოჯახი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს,“- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის განცხადებით, ქართული ყურძენის ხარისხის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, რაც მის საერთაშორისო რეპუტაციასა და ფასს განაპირობებს.

„ჩვენ, წლების განმავლობაში, არაერთ პროექტს ვახორციელებთ იმისთვის, რომ ყოველწლიურად გავაუმჯობესოთ ღვინის ხარისხი. ასევე ვმუშაობთ მარკეტინგის კუთხით. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ღვინის ექსპორტში, მათ შორის წელსაც, მიუხედავად რეგიონში არსებული მდგომარეობისა, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი გაზრდილია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პოლონეთი, სადაც 40-45%-იანი ზრდა გვაქვს; პოლონეთი ექსპორტში მეორე ადგილს იკავებს,” - განაცხადა ოთარ შამუგიამ.



მინისტრმა კახეთში სტუმრობისას, სოფელ ბუშეტსა და ოჟიოში ადგილობრივი ფერმერების ვენახები დაათვალიერა და რთველშიც მიიღო მონაწილეობა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, მევენახე თემურ ქალიაშვილს საკარმიდამო ნაკვეთში რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენი აქვს გაშენებული. მოსავლის ნაწილს პირადი მოხმარებისთვის წურავს, ხოლო ნაწილს ღვინის საწარმოს აბარებს. როგორც თემურ ქალიაშვილმა აღნიშნა, მოსავალი მან ყოველგვარი შეფერხების გარეშე უკვე ჩააბარა.




სოფელ ოჟიოში, ბექა ნახუცრიშვილს საკუთრებაში 26 ჰა ფართობზე ვენახი აქვს და სხვადასხვა დასახელების ღვინოს აწარმოებს.
ფერმერმა სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით ისარგებლა და ღვინის მარნის მოსაწყობად 52 000 ლარზე მეტი საგრანტო დაფინანსება და 230 000 ლარის ოდენობით შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. მან, მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 25 000 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა. მარანი, წლიურად, 10 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება, თუმცა, მომავალში ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე გეგმავს.

ოთარ შამუგია, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, კომპანიის „მხოლოდ კარგი ღვინოები“ იტალიური წარმოების ღვინის ჩამოსხმისა და ეტიკეტირების სპეციალური შეკვეთით დამზადებული მანქანის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო.



როგორც მობილური საწარმოს მფლობელმა, ვასილ მანაგაძემ აღნიშნა, სპეციალიზებული მანქანის მომსახურების საშუალებით, მცირე და საშუალო ზომის მარნებს წვდომა აქვთ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე, რომელიც მევენახეებს უმცირებს პროდუქციის თვითღირებულებას და ზრდის მათი პროდუქციის საბოლოო ფასს.

აღსანიშნავია, რომ მობილური სერვისით აღჭურვილი მანქანა ოთხი თვეა ოპერირებს და 30-მდე მარანს უკვე გაუწია მომსახურება.
შპს „ბექაურის ვენახები“, რომელსაც მინისტრი ასევე სტუმრობდა, 100 ჰექტარზე მეტ ვენახს ფლობს ახმეტის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. კომპანიამ 3 მლნ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა; კომპანიაში, ჯამში, 50 ადამიანია დასაქმებული. „ბექაურის ვენახები“, წელს 60 000-მდე ბოთლი ღვინის რეალიზაციას ჩინეთის ბაზარზე გეგმავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წლების მსგავსად, წელსაც რთველის შტაბი კოორდინაციას უწევს რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს. ყურძნის აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმდინარეობს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან დაინერგა და მას შემდეგ ეფექტიანად ფუნქციონირებს.

ამ დროისთვის რთველი აქტიურ ფაზაშია კახეთის უმეტეს მუნიციპალიტეტში, გარდა საგარეჯოსი, რომელიც რთველის პროცესში, ტრადიციულად, მოგვიანებით ერთვება.



[R]

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი,
წინა წელთან შედარებით, 95 მლნ ლარით იზრდება. ამის შესახებ გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 95 მლნ ლარით იზრდება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.
13:24 / 04.10.2022
კახეთში დაახლოებით ყურძნის მოსავლის 80% უკვე გადამუშავებულია. ამის
შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ
შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან
განაცხადა.
კახეთში დაახლოებით ყურძნის მოსავლის 80% უკვე გადამუშავებულია. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
17:58 / 03.10.2022
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, 200 ათასი
ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, 200 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია.
12:26 / 29.09.2022
26 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოებს
ყურძენი 16 000-მდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 174 მილიონ
ლარს აღწევს.
26 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოებს ყურძენი 16 000-მდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 174 მილიონ ლარს აღწევს.
12:48 / 26.09.2022
სამართალი
დღემდე საქართველოში გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ევროპაში, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა.
10:40 / 06-10-2022
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა თორნიკე დოლენჯაშვილი, რომელსაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას ედავებოდნენ. გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე გიორგი მთიულიშვილმა გამოიტანა.
21:16 / 03-10-2022
მახვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
15:39 / 29-09-2022
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ძირკოკისა და ჭანდრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
13:10 / 05-10-2022
ქალაქ გურჯაანში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საბავშვო გასართობი სივრცე მოეწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასეთი ინფრასტრუქტურის მოწყობა წელს კიდევ რამდენიმე ლოკაციაზეა დაგეგმილი.
13:06 / 04-10-2022
სხვა ამბები
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაფართოვდა.
12:54 / 05-10-2022
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრიმა, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, გამოაცხადა ესეების კონკურსი „წერილი ჩემს პირველ მასწავლებელს".
11:57 / 05-10-2022
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები მასწავლებლებისადმი თავიანთ გულწრფელ დამოკიდებულებას 1 წუთიანი ვიდეოს სახით გამოხატავენ. ინიციატივა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ეკუთვნის.
10:50 / 05-10-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორს, წამყვან მასწავლებელს თამარ თვალიაშვილს, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
17:35 / 04-10-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ჭიაურში, ახალი საბავშვო ბაღი შენდება.
17:07 / 04-10-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა გრძელდება.
13:27 / 23-09-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 23 °C
img
საგარეჯო 13 / 20 °C
img
დ.წყარო 12 / 23 °C
img
სიღნაღი 14 / 24 °C
img
ლაგოდეხი 12 / 23 °C
img
ყვარელი 14 / 23 °C
img
თელავი 14 / 21 °C
img
ახმეტა 14 / 21 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2022 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.