ინტერნეტსივრცეში ახალი ქართული საბავშვო ანიმაციური სერიალი - “ბიბი და ლოლო” იწყება
„ბიბი და ლოლო" წარმოადგენს ქართულ ანიმაციას, რომელიც შექმნილია World Vision საქართველოს მიერ და ეფუძნება სოციალურ ისტორიებს.

შემქმნელების თქმით, თითოეული ეპიზოდი არის მოკლე და ხელს უწყობს ბავშვის კონკრეტული უნარის განვითარებას.

„ბიბი და ლოლოს“ მთავარი მოქმედი პირები არიან ბაჭიები, რომლებსაც ყოველღიურად უწევთ სხვადასხვა გამოწვევებთან გამკლავება. ანიმაცია განკუთვნილია 3-8 წლამდე ბავშვებისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ანიმაციებს, ბავშვებთან ერთად, უყურონ მშობლებმაც, რათა ნანახის საფუძველზე დასვან კითხვები, მოისმინონ ბავშვის მოსაზრება, დაუკავშირონ ანიმაციაში ნანახი ბავშვის რეალურ ცხოვრებას და ამ გზით დაეხმარონ ახალი უნარებისა და ჩვევების ათვისებაში.

„როგორც მოგეხსენებათ, ბავშვებს ძალიან უყვართ მულტფილმები და ანიმაციები, სწორედ აქედან სწავლობენ წიგნების შემდეგ გარკვეულ ქცევებს და ითვისებენ რაღაც ახალს, ქართულ ენაზე ძალიან ცოტა ანიმაცია არის და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ წარმოგიდგენთ ქართულ პროდუქტს. თითოეული ამბავი შეეხება კონკრეტულ თემას, ერთ-ერთი არის კონფლიქტის გადაჭრა, მეორე თემა არის ჯანსაღი კვება, მესამე ხელების დაბანა და ა.შ ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დავეხმაროთ მშობლებს გარკვეული ინფორმაციის ბავშვამდე სწორად მიტანაში. ანიმაციას მოყვება ასევე რჩევები,“ - ამბობს ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი.

ანიმაციის შემქმნელების თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არის ქართულ მედიასივრცეში პირველი ქართული ანიმაცია, რომელიც მიმდინარეობს ჟესტური ენის თანხლებით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სმენადაქვეითებული ბავშვების ჩართულობას და მათი უნარების განვითარებას. ანიმაციური სერიალის ნახვა შესაძლებელია yutube-ის არხზე.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრიმა, მასწავლებლის დღესთან
დაკავშირებით, გამოაცხადა ესეების კონკურსი „წერილი ჩემს პირველ
მასწავლებელს
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრიმა, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, გამოაცხადა ესეების კონკურსი „წერილი ჩემს პირველ მასწავლებელს".
11:57 / 05.10.2022
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღის
აღსანიშნავად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები
მასწავლებლებისადმი თავიანთ გულწრფელ დამოკიდებულებას 1 წუთიანი
ვიდეოს სახით გამოხატავენ. ინიციატივა გურჯაანის საგანმანათლებლო
რესურსცენტრს ეკუთვნის.
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები მასწავლებლებისადმი თავიანთ გულწრფელ დამოკიდებულებას 1 წუთიანი ვიდეოს სახით გამოხატავენ. ინიციატივა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ეკუთვნის.
10:50 / 05.10.2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ შაშიანის საჯარო
სკოლის დირექტორს, წამყვან მასწავლებელს თამარ თვალიაშვილს,
საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორს, წამყვან მასწავლებელს თამარ თვალიაშვილს, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
17:35 / 04.10.2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ჭიაურში, ახალი
საბავშვო ბაღი შენდება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ჭიაურში, ახალი საბავშვო ბაღი შენდება.
17:07 / 04.10.2022
სამართალი
დღემდე საქართველოში გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ევროპაში, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა.
10:40 / 06-10-2022
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა თორნიკე დოლენჯაშვილი, რომელსაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას ედავებოდნენ. გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე გიორგი მთიულიშვილმა გამოიტანა.
21:16 / 03-10-2022
მახვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
15:39 / 29-09-2022
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ძირკოკისა და ჭანდრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
13:10 / 05-10-2022
ქალაქ გურჯაანში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საბავშვო გასართობი სივრცე მოეწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასეთი ინფრასტრუქტურის მოწყობა წელს კიდევ რამდენიმე ლოკაციაზეა დაგეგმილი.
13:06 / 04-10-2022
სხვა ამბები
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაფართოვდა.
12:54 / 05-10-2022
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრიმა, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, გამოაცხადა ესეების კონკურსი „წერილი ჩემს პირველ მასწავლებელს".
11:57 / 05-10-2022
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები მასწავლებლებისადმი თავიანთ გულწრფელ დამოკიდებულებას 1 წუთიანი ვიდეოს სახით გამოხატავენ. ინიციატივა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ეკუთვნის.
10:50 / 05-10-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორს, წამყვან მასწავლებელს თამარ თვალიაშვილს, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
17:35 / 04-10-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ჭიაურში, ახალი საბავშვო ბაღი შენდება.
17:07 / 04-10-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა გრძელდება.
13:27 / 23-09-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 23 °C
img
საგარეჯო 13 / 20 °C
img
დ.წყარო 12 / 23 °C
img
სიღნაღი 14 / 24 °C
img
ლაგოდეხი 12 / 23 °C
img
ყვარელი 14 / 23 °C
img
თელავი 14 / 21 °C
img
ახმეტა 14 / 21 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2022 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.