გვსურს, საქართველო დაწინაურდეს და წარმატება ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე - ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია და სურს, რომ საქართველო დაწინაურდეს და წარმატება ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე.

“კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ევროკავშირი ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ასევე გვსურს, რომ საქართველო დაწინაურდეს და წარმატება ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე. რეფორმების ფარგლებში განხორციელებული ძალისხმევა უნდა შენარჩუნდეს.

ევროკომისია მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს”,-წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google