თელავში საბავშვო ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
"რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად შეიცვლება შენობის სახურავი და გარე ფასადი, მოეწყობა ეზო, დამონტაჟდება გარე განათების ახალი სისტემა,"-აცხადებენ მერიაში.

მათივე თქმით, მოეწყობა შენობის შიდა ინტერიერი, ამოიცვლება კარ-ფანჯარა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სამკითხველო დარბაზს და წიგნთსაცავს. ბიბლიოთეკის ახალი შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

ცნობისთვის, ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლესაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გლობალ სერვისი“ ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 258 554 ლარით ფინანსდება.

| Print |
FaceBook Twitter Google