თელავში, კულტურული მემკვიდრეობის სამი ძეგლის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში, კულტურული მემკვიდრეობის სამი ძეგლის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა.
მათივე თქმით, დაბახნების წყაროს მიმდებარე, ძველი გალავნის შიდა და ბატონის ციხის გალავნის გარე პერიმეტრები მცირე ნაზარდებისგან, ეკალ-ბარდისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.

ცნობისთვის, დასუფთავების სამუშაოები შპს ,,ჯი ენდ ვიმ“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 880  ლარი გაიხარჯა.
| Print |
FaceBook Twitter Google