გურჯაანში ახალი სპორტდარბაზი გაიხსნა
ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულთათვის, გურჯაანში ახალი ფიტნეს სივრცე გაიხსნა. ფიტნეს თორის დამფუძვნებელის ბექა მელიქაძის ინფორმაციით, კეთილმოწყობილ დარბაზში ვარჯიშებს ახალბედა და მოქმედი სპორტსმენებისთვის კვალიფიციური და გამოცდილი მწვრთნელი ჩაატარებს.

„თითოეულ მოსულ ადამიანს ადგილზე დახვდება თბილი და მეგობრული გარემო, გვაქვს თანამედროვე ტრენაჟორების ფართო არჩევანი, ასევე საკვები დანამატები, როგორც წონაში კლებისთვის ასევე მოსამატებლად. შექმნილია ჯგუფები და მსურველებს სურვილისამებრ შეუძლიათ სასურველ დროს მობრძანდნენ და ივარჯიშონ“-ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში ბექა მელიქაძე.

ახალი სპორტდარბაზი რუსთაველის ქუჩაზე, ძველი საყოფაცხოვრებო სახლის შენობაში ფუნქციონირებს.

| Print |
FaceBook Twitter Google