თელავში მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში მუდმივად მცხოვრები პირების მონიტორინგი ჩატარდა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე ხუთივე სოფელში: სეროდანი, პანტიანი, ნადიკვარი, თეთრიწყლები და კობაძე მუდმივად მცხოვრები პირების მონიტორინგი ჩატარდა.
მათივე თქმით, მონიტორინგი კალენდარული წლის განმავლობაში პირთა ფაქტობრივად ცხოვრების შემოწმებას და მაღალთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების ან შეწყვეტის საკითხის განხილვას ითვალისწინებდა.

„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირებისთვის გაიცემა სოციალური შეღავათები „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ - საქართველოს კანონის შესაბამისად,“-აცხადებენ მერიაში.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში და ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

მერიის ინფორმაციით,  მონიტორინგი განახორცილეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირებმა.

ცნობისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირებისთვის გაიცემა სოციალური შეღავათები „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ - საქართველოს კანონის შესაბამისად.

| Print |
FaceBook Twitter Google