გურჯაანში მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშის წარდგენა გაიმართა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
მან 2021 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, მერიის სამსახურების და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა. ასევე ისაუბრა მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებზე და აქცენტი გააკეთე ბიუჯეტის შესრულებაზე.

მისი განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტი შეადგენს 40 375 700 ლარს, აქედან ცხრა თვის შესრულებაა 22 843 500 ლარი.

როგორც მერმა აღნიშნა, სხვადასხვა მიმართულებით არის 90 და 95 პროცენტიანი შერულება და „წლის ბოლოსთვის ალბათ სრული შესრულებებიც იქნება. “


| Print |
FaceBook Twitter Google