ამხანაგობებისთვის 130 ათასი ლარი გვაქვს გამოყოფილი და ჯერ გახარჯული არ არის - ზურაბ უტიაშვილი
ჩვენ გავითვალისწინეთ მრავალბინიანი კორპუსის ეზოების მოასფალეტება, მაგრამ აქ პრობლემა გვაქვს ამხანაგობების პასიურობასთან. - ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა.
მისი განცხადებით, ამხანაგობებისთვის გამოყვეს თანხები, რათა მათ მიერ ათვისებული ყოფილიყო და რაც კორპუსს სჭირდება, ის პრობლემები მოგვარებულიყო, მაგრამ ჯერჯერობით თანხები არ გაუხარჯავთ.

„ამ მიმართულებით გვიჭირს და გვაქვს იმედი ჩვენი წარმომადგენლების, რომ დავეხმაროთ ამხანაგობებს, რათა უზრუნველყონ იურიდიული საკითხების მოგვარება მშენებლებთან და გავხარჯოთ ეს თანხები. 130 ათასი ლარი გვაქვს გამოყოფილი და ჯერ გახარჯული არ არის. არადა, კორპუსებს უამრავი პრობლემა აქვს.“ - განაცხადა ზურაბ უტიაშვილმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების საბოლოო შედეგი მოიცავს 20 ათას 365,20 კილომეტრზე მეტი გზის რეაბილიტაციას - ასფალტის საფარის მოწყობას. 28 989 კვადრატული მეტრის ეზოებისა და ჩიხებისა რეაბილიტაციას.

„გურჯაანში ფაქტობრივად დასრულდება ყველა კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია. მოსახლეობა შეძლებს უსაფრთხოდ, სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას მუნიციპალიტეტის გზებზე.“ - განაცხადა მერმა.



| Print |
FaceBook Twitter Google