რვა საბავშვო ბაღში ცენტრალური გათბობა მოეწყობა - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 8 საბავშვო ბაღში ცენტრალული გათბობის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ მერმა, ზურაბ უტიაშვილმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. გათბობის ქსელის მონტაჟი გათვალიწინებული იყო კიდევ 7 ბაღში, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე აღნიშნული დაწესებულებები დაიხურა.

„7 ბაღში გვაქვს პრობლემა, იქაც შესაცვლელია გათბობა და გვქონდა გეგმაში, მაგრამ სამხარაულის დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ ამ ბაღებში არ შეიძლებოდა სწავლის გაგრძელება და შესაბამისად, დაიკეტა. ამიტომ იქ ვეღა ვაკეთებთ რეაბილიტაცის. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, როდის შევძლებთ ახალი ბაღების აშენებას. თუმცა მიმდინარეობს პროცესი ფართის ქირაობის, რომ ბაღებმა გააგრძელონ ფუნქვციონირება. “ - განაცხადა ზურაბ უტიაშვილმა.

სარეაბილიტაციო ბაღებში თანხები შემდეგნაირად არის განსაზღვრული:

ჯიმითის ბაღის რეაბილიტაციის ღირებულება შეადგენს 169 408 ლარს, მელაანის ბაღისთვის განსაზღვრულია - 74 916 ლარი, კარდენახის მეოთხე ბაღისთვის - 49 200, სოფელ გურჯაანის მეორე ბაღისთვის გათვალისწინებულია 56 645 ლარი, ბაკურციხის საბავშვო ბაღზე დაიხარჯება - 46 733 ლარი, ვაჩნაძიანის ბაღზე - 88 705, ხოლო კალაურის ბაღზე - 56 013 ლარი.

მუნიციპალიტეტის მერი იმედოვნებს, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულება და იანვრიდან ბავშვები უკვე განახლებულ გარემოში შეძლებენ სწავლას.


| Print |
FaceBook Twitter Google