თელავში ნაფარეულსა და წინანდალში სამედიცინო აქცია ჩატარდა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, სოფლებში ნაფარეულსა და წინანდალში სამედიცინო აქცია ჩატარდა.
“აქციის ფარგლებში, აღნიშნული სოფლების მოსახლეობას უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდა, მათ შორის, მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, კარდიოგრამა და სხვა“- აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, ჯამში, უფასო სამედიცინო აქციით 150-მდე ადამიანმა ისარგებლა.

| Print |
FaceBook Twitter Google