საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ნოემბერს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
მათივე თქმით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +13-დან +18 გრადუსამდე იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

სააგენტოს ცნობით, 19 ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დათბება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი /