სოფელ ზინობიანში გარეგანათებას მოწყობას ითხოვენ
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობა გარეგანათების ბოძებზე ნათურების გამოცვლას ითხოვს. როგორც ისინი speqtri.ge-სთან საუბარში განმარტავენ, სოფელში ასფალტი დააგეს, თუმცა, განათების პრობლემა კვლავ მოუგვარებიათ.
„სოფელში ასფალტი დააგეს და სამ ბოძზე ნათურა ვერ შეცვალეს. ვიღარ ხომ უნდა ამოწმებდეს ამას? არ ვიცი ვისი პრეროგატივაა და ვინ არის პასუხისმგებელი ამ სამუშაოების შესრულებაზე. ერთი რამ ფაქტია, რომ ეს საკითხი გადასაჭრელია,“ - გვეუბნება გიორგი კიწბაბაშვილი.

საკითხის გასარკვევად speqtri.ge-მ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. როგორც მერიის პრესსამსახურის უფროსმა კოკა ფილაშვილმა გვითხრა, ისინი აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან და პრობლემას მიმდინარე კვირაში მოაგვარებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google