გურჯაანის მერიის შენობის რეაბილიტაციისთვის მილიონ ნახევარ ლარამდე დაიხარჯება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ შენობის სარეაბილიტაციო
სამუშაოებისთვის ტენდერი 1`501`437.00 ლარზე გამოაცხადა.
წინადადებების მიღება 6 ნოემბერს დაიწყო და 11-ში დასრულდა.
გამარჯვებულია ერთადერთი პრეტენდენტი, შპს „გილემი“, რომელმაც ტენდერი
1`485`814.00 ლარად მოიგო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების
გაფორმება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო
სამუშაოები 7 თვეს მოიცავს, 2022 წელს დაიწყება და 2023 წლის ივნისის
ჩათვლით გაგრძელდება.
დაგეგმილია ყველა სართულის რეაბილიტაცია, გათბობის სისტემის და ასევე
ახალი სახურავის მოწყობა.
სამუშაოები სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მასალის გამოყენების პირობები