ყვარელში ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრი ამოქმედდა
ყვარელში, ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის მულტიდისციპლინური მომსახურების ცენტრი ამოქმედდა, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები 0-18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური განვითარების ხელშეწყობა, ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება, შშმ პირთა ოჯახების გაძლიერება და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა.


„ცენტრი ამჟამად, შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საჭიროებების მქონე 40-ზე მეტ ბავშვს ემსახურება. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, ასოციაცია ,,ანიკას“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადამიანური უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციას წარმატებით ეხმიანება,“ - აცხადებენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.


მათივე ცნობით, ცენტრს მომსახურებას გაუწევს სამოქალაქო საზოგადოება კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი და მისი პარტნიორი თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.


| Print |
FaceBook Twitter Google