სიღნაღის ქვემო მაჩხაანთანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ქვემო მაჩხაანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
მათივე თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ქედელის მონაკვეთზე დაწყებულია რკინა-ბეტონის საფარის დაგება.

ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი 4100 მეტრის მანძილზე სანიაღვრისა და გზის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.
მისი ღირებულება 3 887 972 ლარია. 

| Print |
FaceBook Twitter Google