თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური ამოქმედდება
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უახლოვეს მომავალში თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური ამოქმედდება.
მათივე თქმით, საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის N11 დადგენილებით მგზავრობის საფასური 1 ლარით განისაზღვრა, თუმცა, მოსახლეობის გარკვეული კატეგორია შეღავათებით ისარგებლებს.

50%-იანი შეღავათით სარგებლობის უფლება მიენიჭა შემდეგ კატეგორიას:

• პენსიონერები;
• იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები;
• ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები;
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
• სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
• სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ
• აღემატება 150 000 -ს;
• სოციალურად დაუცველი მარჩენალდაკარგული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ
• აღემატება 150 000 -ს;
• სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
• (ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ ბენეფიციარები;
• თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეები;
• თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები.

„იმ შემთხვევაში, თუ ზემოთჩამოთვლილი კატეგორიიდან რომელიმეს მიეკუთვნებით და
გსურთ, ისარგებლოთ 50%-იანი შეღავათით მგზავრობის უფლებით, გთხოვთ, რეგისტრაციის
მიზნით, 2022 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით, მიმართოთ თელავის მუნიციპალიტეტის მერის
წარმომადგენლებს თქვენი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაბამის
ტერიტორიულ ოფისებს“-აცხადებენ მერიაში.

ოფისები მდებარეობს:

• აღმოსავლეთ თელავის ადმინისტრაციული ერთეული - რუსთაველის N73
• ალაზანი - კავკასიონის ადმინისტრაციული ერთეული - ალაზნის გამზ.N 14
• დასავლეთ თელავის ადმინისტრაციული ერთეული - ქეთევან წამებულის N 3ა
• ძველი თელავის ადმინისტრაციული ერთეული - ქეთევან წამებულის N 3ა
• ცენტრალური თელავის ადმინისტრაციული ერთეული - ერეკლე II-ის გამზ. N 16,

რაც შეეხება სოფლად მცხოვრებლებს, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამისი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებს.

ცნობისთვის, რეგისტრაციას არ საჭიროებენ მოსწავლეები და სტუდენტები. აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0(350) 27 23 00.

| Print |
FaceBook Twitter Google