სიღნაღში ისტორიულ გალავანს მანქანა დაეჯახა
სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ისტორიული გალავანი დაზიანდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამართალდამცველები.

ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით, უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი.
| Print |
FaceBook Twitter Google