სიღნაღში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა დაიწყო
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მალე, ქალაქ სიღნაღს ახალი სპორტული მოედანი ექნება.
მათივე თქმით, უკვე დაწყებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა და ამ დროისთვის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სათამაშო მოედნის მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 460 012 ლარი დაიხარჯება.




| Print |
FaceBook Twitter Google